Logo

სუსი ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვაზე მისვლის დამადასტურებელ ფოტომასალას ავრცელებს

სამართალი
1135
Frontnews image description

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის უწყებაში გამოკითხვაზე მისვლის დამადასტურებელ ფოტომასალას ავრცელებს.

 

სუსის განმარტებით, გამოკითხვაზე ფარცხალაძის მისვლის ამსახველი ფოტომასალა საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო გასაჯაროვდა.

 

გუშინ პარლამენტში სუსის უფროსის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არსებობს თუ არა იმის დამადასტურებელი ფოტო-მტკიცებულება, რომ ოთარ ფარცხალაძე სუსში გამოკითხვაზე ნამდვილად იმყოფებოდა. ამ კითხვაზე გრიგოლ ლილუაშვილმა განმარტა, რომ ასეთი მასალა არსებობს. ლილუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა.

 

Advertisement