სუსი – რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი“.
ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ოკუპანტები

სუსი – საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ღრომისა და ბალაანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სუსი – საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სუსი – რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს