სუსი – საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
“ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.
ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
თაგები:
ოკუპანტები

სუსი – საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ღრომისა და ბალაანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სუსი – რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სუსი – საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ორი უკანონო პატიმრობაში რჩება