
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს უფროსის ბექა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს „კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს“ (CISA) წარმომადგენლებთან; მხარეებმა განიხილეს უწყებებს შორის კიბერინციდენტებზე ინფორმაციის გაცვლისა და საჭიროების შემთხვევაში, კოორდინირებული რეაგირების საკითხები. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, კიბერმედეგობასთან დაკავშირებული ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების გზით.
CISA-ს მთავარ ფუნქციას წარმოადგენს აშშ-ის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა კიბერინციდენტებისგან და ამ მიმართულებით ინფორმაციის გაზიარების პროცესის კოორდინაცია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
თაგები:
სუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს