სუსმა ზვიად კუპრავა დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი ზვიად კუპრავა. მან მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლის და სახელმწიფო გადატრიალებისკენ, - ამის შესახებ სუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
სუსის ინფორმაციით, ზვიად კუპრავას ასევე ბრალად ედება სუსის თანამშრომლების მიმართ დაკავებისას გაწეული წინააღმდეგობა.
"სუსის თანამშრომლების მიერ რამდენიმე წუთის წინ დაკავებულია პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი ზვიად კუპრავა. გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლის და სახელმწიფო გადატრიალებისკენ. აღნიშნული მოწოდების, დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად მან შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად მოიხსენია.
ასევე, კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა, შესაბამისად, ზვიად კუპრავამ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 317, 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.
საგულისხმოა, რომ ვიდეომიმართვაში დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაასახელა, ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მოხსენებული სხვა ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები. აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტიც, რომ გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებაში ხელის შეშლას გულისხმობს. სუსი ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას მათი სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით", - განაცხადეს სუსში.
თაგები:
ზვიად კუპრავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს