სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

ავტორი
Front News საქართველო
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი იპოვეს, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.
ახლობლების ინფორმაციით, ისინი კონტაქტზე თვითონ გამოვიდნენ.
გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ადგილობრივებმა ბოლოს 21 ივლისს ნახეს. ისინი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე ტყით უნდა ჩასულიყვნენ.
სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი.
თაგები:
სვანეთი




