სვანეთში ტურისტი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს


ავტორი
Front News საქართველო
სვანეთში ტურისტები დააყაჩაღეს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ ბრალად.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ნაკრას ასახვევთან იპოვეს გატაცებული მანქანა, სადაც ადგილობრივების თქმით აღინიშნება სისხლის კვალი. ასევე ნაპოვნია ქალი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში, მისი ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.
თაგები:
ყაჩაღობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს