სვენ მიქსერი – აუცილებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაამართლონ ხალხის მოლოდინები

ავტორი
Front News საქართველო
ეს ანგარიში ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს აგზავნის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარნა სვენ მიქსერნა განაცხადა.
“ანგარიში იმეორებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს თორმეტი ძირითადი პრიორიტეტი, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის მითითებული. საქართველოში ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას, ამიტომ აუცილებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაამართლონ ხალხის მოლოდინები“, – აცხადებს მიქსერი.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. ანგარიშს მხარი დაუჭირა 47 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 5, ორმა კი თავი შეიკავა.

Following the adoption by @EP_ForeignAff of its latest implementing report on the EU association agreement with Georgia rapporteur @svenmikser said: "This report sends a strong signal of political support for the European aspirations of the people of Georgia". 1/3 pic.twitter.com/K4jJb8NEN3
— AFET Committee Press (@EP_ForeignAff) November 8, 2022

თაგები:
სვენ მიქსერი