Logo

სვენ მიქსერი – საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებების წინააღმდეგ იმუშავა

პოლიტიკა
08.10.2024 / 21:51
Frontnews image description

საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებების წინააღმდეგ იმუშავა. დიდი იმედი გვაქვს, საქართველო შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, რომლის შესახებაც გაცხადებული აქვს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებსა და იდეალებს საქართველოს მოსახლეობის მხრიდან.

“საკუთარ თავს შემიძლია, ვუწოდო საქართველოს მეგობარი. მე ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებასთან დაკავშირებით ევროპული და ევროატლანტიკური თვალსაზრისით. ეს იყო უდიდესი ნაწილის მისწრაფება საქართველოში, მაგრამ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ეწინააღმდეგება ამ მისწრაფებებსა და იდეალებს საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. კანონის მიღება, რომელიც სერიოზულად ზღუდავს არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას, რომელიც ახორციელებს უმცირესობების შევიწროებას, გახლავთ ნაბიჯები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებს საქართველოს მხრიდან.

ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრები მაქსიმალურად მხარს უჭერდნენ საქართველოს, მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი პირობებზე დაყრდნობით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებების წინააღმდეგ იმუშავა და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია არჩევნების შესაბამის დონეზე ჩატარება, როცა საქმე ეხება ევროპული მისწრაფებების ქვეყანას, მაგრამ პლურალიზმი და დემოკრატია ამ ჩარჩოებს სცილდება. დიდი იმედი გვაქვს, საქართველო შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, რომლის შესახებაც გაცხადებული აქვს”, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები