Logo

სვიატოსლავ პალამარა – მე და სარდლობა “აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ვრჩებით

უკრაინა
683
Frontnews image description

“აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარა  აცხადებს, რომ „აზოვის“ ხელმძღვანელობა “აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე რჩება.

 

მისივე თქმით, ოპერაცია გრძელდება, რომლის დეტალებზეც ვერ ისაუბრებს.

 

“მადლობა მთელ მსოფლიოს. მადლობა უკრაინას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით“, – განაცხადა პალამარმა.

 

რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს პალამარა რუსებს „ტყვედ ჩაბარდა“.

 

“აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების გაყვანის ოპერაცია გრძელდება. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ისინი რუს ტყვეებზე უნდა გაცვალონ.

Advertisement