
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ტაბაწყურის თემში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის ღონისძიება მოეწყო.
მათთვის ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში არსებული ატრაქციონები უფასო იყო. საბაგიროთი გაისეირნეს პლატოს დასახლებაშიც. შემდეგ კი, სოფელ ჩითახევში გადაინაცვლეს, სადაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში – ფრენბურთი, ზიპლაინი, კედელზე ცოცვა, მიიღეს მონაწილეობა. საღამოს კი ჯომარდობაშიც აქტიურად ჩაერთნენ.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ტაბაწყურის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ანდრუშ ირიციანი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ არაერთი ღონისძიება დაგეგმილა. აღნიშნული საბჭო მუშაობას მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს