
ავტორი
Front News საქართველო
პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, თამარ ბაგრატიონი დედის დღესთან დაკავშირებით მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს იუსტიციის მინისტრთან პაატა სალიასთან, დეპუტატებთან - ნინო წილოსანთან, ეკა ჭიჭინაძესთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
"პირველმა ლედიმ პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი განახლებული სამკერვალო სივრცე დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ასევე, სილამაზის სალონი, ფიტნესდარბაზი და ბიბლიოთეკა, რომლებიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირებს.
მსჯავრდებულებმა თამარ ბაგრატიონს და სხვა სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
თამარ ბაგრატიონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს