თამარ ჩერგოლეიშვილი - "რუსულ პროექტთან" "ლელო“ მემორანდუმს აფორმებს რეჟიმის სტატუს-კვოს ერთობლივ დაკანონებაზე


ავტორი
Front News საქართველო
"რუსულ პროექტთან" "ლელო“ დღეს მემორანდუმს აფორმებს რეჟიმის სტატუს-კვოს ერთობლივ დაკანონებაზე, – ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მეგობრებო, ულმობლად რატომ ვათრევ იცით ამ ბანძებს? ადამიანთა მოდგმის შეურაცხყოფად მიმაჩნია თითოეული მათგანი.
სამი-ოთხი თვის წინ გახარია რუსული პროექტი იყო – ანუ საქართველოს მტერი იყო.
ამას ხაზარაძე უბრალოდ იდგა და აბრალებდა, იმიტომ, რომ ეშინოდა, გახარია არ გამხდარიყო "მთავარი ოპოზიცია“ პარლამენტში შესვლით.
აი ასე იდგა და რუსი ხარო ეუბნებოდა, რადგან სიებს არ ხსნიო.
ახლა ეს „რუსი“ იმას აკეთებს, რაც ხაზარაძის ეგოს ემსახურება და ამიტომ მოსულა.
ეს ენაჭარტალა, უღირსი და უთავმოყვარეო ნაგავი უნდა გადაირეცხოს.
ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
"გახარია საქართველოსთვის“ და "ლელო – ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს აფორმებენ.
თაგები:
თამარ ჩერგოლეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს