
ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია. ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანია პასუხი, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ თამარ ონიანმა განაცხადა.
"პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია. ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანია პასუხი. როცა წამებას წამებას არ არქმევ, როცა დამამცირებელ, ან არაადამიანურ მოპყრობას ასეთად არ აფასებ, საზოგადოებასაც არასწორ წარმოდგენას უყალიბებ, რომ თითქოს, ცემა და ძალადობა საპოლიციო მოქმედების თანამდევი ნორმაა, სადაც თუ თითქოს, საჭირო და აუცილებელ ძალას გადაამეტებენ, დაისჯებიან, როგორც უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავეები", - განაცხადა თამარ ონიანმა.
გორში, კომბინატის დასახლებაში პაპუნა ლოცულაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ 6 პირი დააკავა.
თაგები:
თამარ ონიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს