Logo

თამთა მიქელაძე - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საკუთარ სახლში პოლიციამ დააკავა

სამართალი
246
Frontnews image description

საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს, - ინფორმაციას უფლებადამცველი თამთა მიქელაძე ავრცელებს.

"დაახლოებით ნახევარი საათის წინ, საკუთარ სახლში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა.

დაკავების მიზეზი და მისი ადგილმდებარეობა ამ დრომდე ჩვენთვის, როგორც მისი ადვოკატებისთვის, უცნობია.

გუშინ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვს მოუხსნა გირაოს ღონისძიება და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამის საფუძველი თავად აზერბაიჯანის მიერ 1 აპრილს აფგან სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა გახდა. საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანმა არ მიიღო მაშინაც კი, როდესაც ამის შესაძლებლობა თავად სტრასბურგის სასამართლომ მისცა მეგობრული მორიგების ფარგლებში.

ამ სრულიად მოულოდნელმა პროცესმა ბევრი ეჭვი გააჩინა, თუმცა მაინც გვიტოვებდა იმედს, რომ ეს ადამიანი მალე დატოვებდა საქართველოს და ოჯახთან გაერთიანებას შეძლებდა.

თუმცა დღეს მოხდა ეს. ძალიან მაღალია რისკი, რომ ის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის საფუძველზე, რეპრესიული და ანტიდემოკრატიული ნორმების გამოყენებით, სისხლის სამართლებრივი წესით დააკავეს. როგორც გახსოვთ, მიმდინარე წლის 17 იანვარს საქალაქო სასამართლომ ამ საკითხზე საქმე პროკურატურაში გადააგზავნა გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თუ ეს ასეა, როგორც ჩანს "ქართული ოცნება" ცდილობს აფგან სადიგოვის საქმეზე სრული პასუხისმგებლობა თავად აიღოს და ალიევის რეჟიმს კიდევ ერთი ძღვენი მიართვას [რატომ არ ვიცი]

ჩვენ ახლა ყველა საშუალებას ვიყენებთ მისი დაკავების მიზეზისა და ადგილსამყოფლის დასადგენად. კარგი იქნება, თუ მედია ასევე დაგვეხმარება ამ ამბის დროულ გარკვევაში", - წერს მიქელაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები