Logo

თამთა მიქელაძე - გამაოგნებელია ის საკანონმდებლო იდეები, რომელიც თავში მოსდით "ქართული ოცნების" იურისტებს

პოლიტიკა
137
Frontnews image description

გამაოგნებელია ის საკანონმდებლო იდეები, რომელიც თავში მოსდით "ქართული ოცნების" იურისტებს, - ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს არის მიზანმიმართული ცვლილებების პაკეტი იმისთვის, რომ კონკრეტულ წინააღმდეგობაში ჩართული ჯგუფები დასუსტდნენ.

"გამაოგნებელია ის საკანონმდებლო იდეები, რომელიც თავში მოსდით "ქართული ოცნების" იურისტებს. ერთი მხრივ, ძალიან აშკარაა, რომ ადგილი აქვს საკანონმდებლო ძალაუფლების მიზანმიმართულად ბოროტად გამოყენებას და მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ მათი მიზანია მოქალაქეების, პარტიების და სამოქალაქო აქტივისტების დასუსტება. ეს არ არის კანონშემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც საერთო მნიშვნელოვანი ინტერესების მიღწევას ისახავს მიზნად, არამედ ეს არის მიზანმიმართული ცვლილებების პაკეტი იმისთვის, რომ კონკრეტულ წინააღმდეგობაში ჩართული ჯგუფები დასუსტდნენ და მათ ახალი რეპრესიული და სამართლებრივი ბარიერები შეექმნათ საკუთარი პოლიტიკური სტრატეგიებისა თუ მოსაზრებების გამო", - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები