თამთა მიქელაძე - საუბარი იმაზე, რომ ემიგრანტებს შეუძლიათ აქ ჩამოვიდნენ და ხმა მისცენ, არის აბსურდი

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით კი ჩვენს ისტორიულ კონტექსტში, ვიცით, რამდენი ოჯახი მიდის სიღარიბისა და დაუცველობის გამო საზღვარგარეთ, - ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი კი იმაზე, რომ ემიგრანტებს შეუძლიათ აქ ჩამოვიდნენ და ხმა მისცენ, არის აბსურდი.
"ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით კი ჩვენს ისტორიულ კონტექსტში, ვიცით, რამდენი ოჯახი მიდის სიღარიბისა და დაუცველობის გამო საზღვარგარეთ. როცა სწორედ ასეთ ოჯახებს ეუბნება სახელმწიფო, რომ თქვენ სათანადო მოქალაქეები არ ხართ და შესაძლოა, გარე ჩარევების მსხვერპლი გახდეთ, ამიტომ საარჩევნო უფლება წაგერთმევათო.
საუბარი კი იმაზე, რომ ემიგრანტებს შეუძლიათ აქ ჩამოვიდნენ და ხმა მისცენ, არის აბსურდი. იქ მცხოვრებ ზოგიერთ მოქალაქეს საბუთიც არ აქვს ცხოვრების, თან როგორც წესი, რამდენიმე წელია საჭირო ემიგრანტებისთვის, რომ ადგილზე დაფუძნდნენ და საკმარისი სამართლებრივი და ფორმალური საფუძვლები შეიქმნან, ამიტომაც, ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა", - განაცხადა თამთა მიქელაძემ.
პარლამენტში "საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქციის საკომიტეტო განხილვები დაიწყება. ცვლილების თანახმად, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.
თაგები:
თამთა მიქელაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


