
ავტორი
Front News საქართველო
რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ. ისინი სათანადო სამუშაო პირობებს, ტარიფების გადახედვასა და დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ.
მოქალაქეები თბილისის მერიას მიმართავენ, რომ თანაბარ პირობებში ჩააყენოს A და B კატეგორიის მძღოლები. მძღოლები აპირებენ, რომ სასამართლოს სარჩელით მიმართონ.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია აცხადებს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.
“ათასობით ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც არაგარანტირებული სამუშაო ადგილი გააჩნიათ. დღეს სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა სასამართლომ, როგორც შრომითი ურთიერთობა აღიაროს. ამის აღიარება ნიშნავს იმას, რომ დღეს რასაც დასაქმებულები აპროტესტებენ არ იქნება ისე, როგორც დღეს არის. შრომითი ურთიერთობების დროს შრომითი ხელშეკრულება ფორმდება, რომელიც შრომის კოდექსით რეგულირდება. სარჩელი შეგვაქვს “იანდექსის” და “ბოლტის” წინააღმდეგ. კომპანიებს და დასაქმებულებს შორის უნდა გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულება”, – განაცხადა ლავრენტი ალანიამ.
თაგები:
ტაქსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს