ტარიელ კაკაბაძე – დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხადი, პენიტენციური დაწესებულების ნაცვლად, გადაიგზავნა ფსიქიატრიულში


ავტორი
Front News საქართველო
დანაშაულის ჩადენისას ეს ადამიანი იყო შეურაცხადი. სასამართლომ მის მიმართ შეწყვიტა საქმე და პენიტენციური დაწესებულების ნაცვლად, გადაიგზავნა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, – ამის შესახებ Front News-თან რევაზ გამხეტაშვილის უფლებადამცველმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება – პენიტენციური დაწესებულების ნაცვლად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით სწორია.
“რევაზ გამხეტაშვილს, რომელიც არის 26 წლის, ბრალად ედებოდა მამის განზრახ მკვლელობა. ჩემთვის, მნიშვნელოვანი იყო, რომ შემესწავლა ბრალდებულის პიროვნება და როდესაც დავამყარე კომუნიკაცია, აშკარად დავრწმუნდი, რომ დანაშაულის ჩადენისას ეს ადამიანი იყო შეურაცხადი. ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა არაერთმა ჯანმრთელობის ცნობამ, რომელიც იყო გაცემული ექიმის მიერ და ერთ-ერთი ცნობის თანახმად, ის იყო შიზოფრენიით დაავადებული. როდესაც ვესაუბრე მისი ოჯახის წევრებს, დავრწმუნდი, რომ მისი ყველა ქცევა იმ დროს იყო არაადეკვატური და ვერ აცნობიერებდა, რასაც ჩადიოდა. შესაბამისად, ჩემი, როგორც ადვოკატის მიზანი იყო სწორი განაჩენის დადგენა და დადასტურება იმისა, რომ დანაშაულის ჩადენისას ეს ადამიანი იყო შეურაცხადი.
შესაბამისად, სასამართლომ მის მიმართ შეწყვიტა საქმე და პენიტენციური დაწესებულების ნაცვლად, ეს ადამიანი გადაიგზავნა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. გამოჯანმრთელების შემდეგ გათავისუფლდება, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს ეფექტური მკურნალობა და ნამდვილად გამოჯანმრთელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საშიშია მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა.
შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, რადგან შეურაცხადი ადამიანის დასჯა და 20 წლით ან უვადოდ ციხეში გაშვება არასწორია”, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
მკვლელობა გლდანში, მიმდინარე წლის 23 თებერვალს მოხდა. 26 წლის რევაზ გამხიტაშვილმა 50 წლის მამა გელა გამხიტაშვილი დანით მოკლა.
თაგები:
ტარიელ კაკაბაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს