
ავტორი
Front News საქართველო
“დღეს მსოფლიო ომშია ჩართული. ცივილიზებულ სამყაროს ებრძვის რუსული ფაშისტური ბოროტება. ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინელების ომი. ეს ომი საქართველოს ომიცაა. ჩვენი ვალია, ვიდგეთ სწორ მხარეს“, – განაცხადა ფრაქციის -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – წევრმა ტარიელ ნაკაიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება დგას ბოროტების მხარეს.
“პრემიერ-მინისტრის სამარცხვინო განცხადებები ამის დასტურია. სამაგიეროდ, ქართული საზოგადოება დგას სწორ მხარეს და ყველა შესაძლებლობით იბრძვის, რომ ამ ომში ცივილიზებული სამყარო გამოვიდეს გამარჯვებული“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გათიშოს საქართველოში მოქმედი მე-5 კოლონის რუსული პროპაგანდისტული არხები, ხელი არ შეუშალოს მოხალისეების წასვლას უკრაინაში ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად.
“მზად ვარ უკრაინიდან ერთი ოჯახი მივიღო და დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრია ასეთი, ვინც მათ მიიღებს“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
თაგები:
ტარიელ ნაკაიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს