
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ წევრი, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტს მოუწოდებს შეაჩეროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების შერჩევის პროცესი.
“კანონის უზენაესობის დამკვიდრების პრეტენზიის მქონე სახელმწიფოში პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან უწყებები, რომელთა ხელმძღვანელებსაც ჩვენ ახლა ვირჩვთ არის „ქართული ოცნების“ მიერ თვითნებურად გაუქმებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალმემკვიდრე. ამიტომ მოგიწოდებთ შეაჩეროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების შერჩევის პროცესი.
ასევე, დღეს საქართველოს პარლმენტის წევრების ბადრი ჯაფარიძის და შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მხარდაჭერა დარჩება ქართული საპარლამენტო ისტორიის შავ ლაქად. იმედია, ამ ცუდ პრეცედენტს არ შექმნის „ქართული ოცნება“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ პლენარულ სხდომაზე
თაგები:
ტარიელ ნაკაიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს