“ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე, ამით კომპანია გასწორდება წელში”


ავტორი
Front News საქართველო
გაზის ტარიფის გაზრდას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ტარიფის გაზრდით კომპანია "წელში გასწორდება"
"მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა თბილისი ენერჯის მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე და გააკეთა შესაბამისი გაანგარიშებები, რომლის ფარგლებშიც, მათ მიერ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, იქნება კომპენსირებული ტარიფის იმ ნაზრდით, რომელზეც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება. შესაბამისად, "თბილისი ენერჯის" არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე, ამით კომპანია გასწორდება წელში, რათა მან შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულებაც, რაც ბუნებრივი აირის უსაფრთხო და უწყვეტ მიწოდებას გულისხმობს", – აცხადებს ნარმანია.
თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ტარიფი ერთ კუბერ მეტრზე 7.8 თეთრით გაეზრდება. ეს გადაწყვეტილება "სემეკმა" დღევანდელ სხდომაზე მიიღი. კომისიას მოთხოვნით "თბილისის ენერჯიმ" მიმართა.
კომპანიის განცხადებით, გაზს 34 თეთრად ყიდულობენ და 26 თეთრად ყიდიან ,რაც ლარის კურსის ცვლილებითა გამოწვეული, ამის გამო კომპანიას 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს.
გაზის ახალი ტარიფი ძალაში 2021 წლის პირველი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
თაგები:
