
ავტორი
Front News საქართველო
"თბილისში გაზის ტარიფი 2017 წლიდან არ შეცვლილა. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა აბონენტების რაოდენობა და მოხმარება. მაგალითად, თუნდაც 2020 წელს უფრო მეტი გაზი სჭირდებოდა თბილისის მოსახლეობას, ვიდრე 2017 წელს. რასაც ასევე ემატება ის ახლად წარმოქმნილი რისკები რაც განპირობებულია პანდემიასთან და ლარის გაუფასურებასთან. წლების მიხედვით თუ განვსაზღვრავთ 18%-იანი ზრდა ფიქსირდება,” – ასე გამოეხმაურა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე სემეკის გადაწყვეტილებას, რომელიც დედაქალაქისთვის ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის მატებას შეეხება.
ექსპერტის განცხადებით, ტარიფის მატება სასიამოვნო პროცესი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც ჩვენთვის გაზი არის იმპორტული პროდუქტი, შეუძლებელია ტარიფებზე არასაბაზრო წესებით გავლენის მოხდენა.
„ტარიფის ზრდა მოსალოდნელი იყო. ასეთ პირობებში არჩევანია გასაკეთებელი ტარიფის გონივრულ ზრდასა და მიწოდების რისკებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს