
ავტორი
Front News საქართველო
სამხედრო მომზადების პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის მსმენელებმა და ბაკალავრიატის სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერებმა ზამთრის ტაქტიკური სწავლება რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიარეს.
სწავლება მოიცავდა ქვეითი ათეულის/ოცეულის ზომის ქვედანაყოფების ტაქტიკურ მოქმედებებს ზამთრის მკაცრ კლიმატურ პირობებში. მონაწილეებმა მაღალმთიან, რთული რელიეფის პირობებში შეისწავლეს თვითგადარჩენის პრაქტიკული ხერხები, თოვლის საფარით თავშესაფრების მოწყობა და გადაადგილების ტექნიკა, ასევე დახვეწეს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის უნარები მაღალმთიან რელიეფზე.
"ზამთრის საველე სწავლებები მნიშვნელოვანია მომავალი მეთაურების პროფესიული მომზადებისთვის, რათა მათ ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ საბრძოლო ამოცანები მაღალმთიან ზონაში, ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში", - აცხადებენ თავდაცვის აკადემიაში.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს