თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ქვედანაყოფის იუბილე აღინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითმა ბრიგადამ 33 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ცერემონიალი ქალაქ ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. ახალწვეულები ბრიგადის კაპელანმა, მამა გობრონმა დალოცა. საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ დასავლეთის სარდლობის სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი თეიმურაზ კვინიკაძე და მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მიხეილ გოგნაძე. მათ ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფის იუბილე მიულოცეს, წვევამდელებს კი, თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვეს. ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრები და ახლობლები დაესწრნენ.
ქვედანაყოფის იუბილესთან დაკავშირებით, ბრიგადის პირადი შემადგენლობა უწყებრივი მედლებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.
ღონისძიების ფარგლებში, მე-3 ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საჩვენებელი სწავლებაც ჩაატარა.
თაგები:
მე-3 ქვეითი ბრიგადა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს