Logo

თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

სამხედრო
252
Frontnews image description

თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებით და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მეთაურმა კაპიტან მირზა თხელიძეს, უფროს ლეიტენანტ გიორგი ონიაშვილს, უფროს სერჟანტ ბაგრატ კაპანაძეს, უმცროს სერჟანტ მალხაზ ჩხაპელიასა და კაპრალ ვანო კელენჯერიძეს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობის შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ფასდება. პროექტის მიზანია, სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები