თავდაცვის ძალებისა და შსს წარმომადგენლებმა "დიდგორი 2025“-ის ფარგლებში შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარეს

ავტორი
Front News საქართველო
წელს უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ საველე კომპონენტების სიმრავლით გამოირჩევა. თავდაცვის ძალებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების ერთობლივი კოორდინირებული მოქმედებები ტაქტიკურ დონეზე სინქრონიზაციას და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "დიდგორი 2025“-ის ფარგლებში საველე სწავლება გაიმართა შავ ზღვაშიც. წვრთნაში ჩართული იყო თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის საზღვაო ასეულის მყვინთავების ჯგუფი და შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ჯგუფი. სიმულაციური სცენარის მიხედვით, თავდაცვის ძალებისა და შსს-ს წარმომადგენლებმა შავ ზღვაში სინქრონიზებულად აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს.
"დიდგორი 2025“ მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას. სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, მათ შორისაა: თბილისში კრწანისისა და აფრიკის დასახლებები, ვაზიანი, ორფოლო, ჩოხატაური, ბოლნისი, ალგეთი, ნორიო, გორი, კოპიტნარი, სენაკი, თიანეთი, ბათუმი, ფოთი და ქობულეთი.
თაგები:
"დიდგორი 2025“
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


