თავდაცვის ძალებში რთულ რელიეფზე მარშირებაში ტურნირი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის რთულ რელიეფზე მარშირებაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება მცხეთის რაიონის სოფელ ლელუბანში დაიწყო და დაბა ნორიოს გავლით მამკოდას ტყე-პარკში დასრულდა. 30 კილომეტრიანი მარშრუტი სხვადასხვა სირთულის რელიეფისა და ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვას მოიცავდა.
ტურნირში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 34 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. შეჯიბრების ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილისა და თასის მფლობელი, მესამე ქვეითი ბრიგადა გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი, მესამე ქვეითი ბრიგადისა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის წარმომადგენლებმა გაინაწილეს.
ღონისძიება, სამხედროების ფიზიკური მზადყოფნის გაძლიერებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავდა მიზნად.
თაგები:
თავდაცვის ძალები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს