თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კიბერსწავლება დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, უსაფრთხოების მართვის ინსტიტუტის სტრატეგიული დონის კიბერსწავლება Operation Cross Shield ჩატარდა.
სწავლების დახურვის ღონისძიებას, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. მან სწავლების მნიშვნელობა აღნიშნა და აშშ-ის წარმომადგენლებსა და სწავლების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
Operation Cross Shield-ის სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა, რომლებმაც კიბერუსაფრთხოების საფრთხეები განიხილეს, კრიზისულ სიტუაციებში ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი რეაგირების სცენარები შექმნეს. სწავლების მონაწილეებმა, ეროვნული კიბერუსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში, თავდაცვის უწყების როლზე ისაუბრეს.
სწავლება მიზნად ისახავდა ეროვნული კიბერუსაფრთხოების არქიტექტურაში უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და კიბერკრიზისებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების სრულყოფას.
თაგები:
კიბერსწავლება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს