თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატოს შტაბ-ბინაში რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბელგიის სამეფოში იმყოფება. პაატა პატიაშვილმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში რამშტაინის ფორმატში გამართულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 28-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ გახსნეს. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ტელეკონფერენციის საშუალებით კი, სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სასწრაფო მხარდაჭერის საჭიროებებზე იმსჯელეს.
რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.
თაგები:
პაატა პატიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს