
ავტორი
Front News საქართველო
თურქეთის კიბერთავდაცვის სარდლობის მეთაურს, პოლკოვნიკ მეთინ დურმაზსა და კიბერმხარდაჭერის ბატალიონის მეთაურს, მაიორ ჩაღრი ქაიოღლუს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე შეხვდნენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს, ქართულმა მხარემ თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს მისია და საქმიანობა გააცნო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კიბერთავდაცვის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღინიშნა კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე განიხილეს კიბერსივრცის, როგორც ოპერატიული განზომილების მნიშვნელობა და შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.
ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სარდლობის წარმომადგენლები და თურქეთის სამხედრო ატაშე საქართველოში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრშიც (JTEC) იმყოფებოდნენ, სადაც ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
თაგები:
კიბერუსაფრთხოების ბიურო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს