
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარიამიძემ მოაწერეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლეჯში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსების გავლისას, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ. თანამშრომლობის ფარგლებში, გათვალისწინებულია ერთობლივი აქტივობებისა და პროექტების განხორციელება. კოლეჯის ძირითადი მიმართულებაა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფერო, რაც თანამედროვე შრომის ბაზრის მნიშვნელოვან მოთხოვნებს პასუხობს.
თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებზე ზრუნვისა და დაფასების პროცესში, სხვადასხვა, მათ შორის, განათლების სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს. ამ მიზნით, სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი კომპანიებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს