Logo

თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სამხედრო
133
Frontnews image description

თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა მოაწერეს.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მემორანდუმი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი წვევამდელებისთვის სახელმწიფო ენის სასწავლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2025 წელს სკოლამ შეიმუშავა 80-საათიანი ქართული ენის კურსი - „სახელმწიფო ენა რეკრუტებისთვის“ (A1 დონე). სასწავლო პროგრამის  შინაარსი და მეთოდოლოგია მაქსიმალურადაა მორგებული მსმენელთა საჭიროებებსა და სასწავლო რეჟიმზე.

ღონისძიების ფარგლებში, კურსის წარმატებით დასრულებისთვის 38 მსმენელს სერტიფიკატები გადაეცა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო ენის სწავლებას 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში დღემდე 3000-მდე წვევამდელია გადამზადებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები