"თავისუფლება მზიას", "თავისუფლება პოლიტპატიმრებს" - აქცია-მსვლელობა თბილისში


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა.
მოქალაქეებმა მარში ფილარმონიიდან დაიწყეს და რუსთაველზე მსვლელობით მივიდნენ.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერი - "თავისუფლება მზიას", "თავისუფლება პოლიტპატიმრებს".
მსვლელობაში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.
თაგები:
აქცია-მსვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს