"თავისუფლების მოედანმა" 10-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა

ავტორი
Front News საქართველო
"თავისუფლების მოედანმა" ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა. გეგმა 10 პუნქტს მოიცავს, რომელიც სხვადასხვა საკითხს შეეხება.
ასევე, დაგეგმილია, რომ ამ გეგმის მუშაობის შესახებ ანგარიშს ყოველ სამშაბათს წარუდგენენ საზოგადოებას.
"გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვის ახალი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც, ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო დაგვაახლოებს საბოლოო წარმატებასთან - ჩვენს თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად ვიწყებთ მთელი საქართველოს და თბილისის სხვადასხვა უბნების შემოსვლას, რათა ხელი შევუწყოთ საუბნო და საქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას.
იმის დასტურად, რომ შეგვიძლია რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება, წლის ბოლოს თანამებრძოლებთან ერთად მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას სადაც ვიმსჯელებთ ბრძოლის შემდეგ ნაბიჯებზე და ასევე, მხარს დავუჭერთ გარდამავალი პერიოდის ხედვასა და გეგმას.
უახლოეს 30 დღეში "თავისუფლების მოედანი" წარმოვადგენთ თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის, რომელშიც ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა იყოს გარდამავალ პერიოდში ავტორიტარიზმისგან დემოკრატიის აღდგენამდე.
ასევე, უახლოეს 30 დღეში წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას, რომელიც წლებია არ განუახლებია "ქართულ ოცნებას", მიუხედავად იმისა, რომ სულ მშვიდობაზე საუბრობს და ვაჩვენებთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას, თუ რეალურად როგორ უნდა დავიცვათ მშვიდობა და განვამტკიცოთ სტაბილურობა.
ეტაპობრივად წარმოგიდგენთ "თავისუფლების მოედნის" გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც ვთვლით, რომ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩაიბარონ ქვეყნის მართვისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და სფეროები.
იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მიცემული პირობები შევასრულოთ და ვერავინ გაბედოს საზოგადოების წინაშე დადებული შეთანხმებების დარღვევა, ვიწყებთ საჯარო კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად "ლუსტრაციის კანონის" მხარდასაჭერად, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც "თავისუფლების მოედანი" ახალ, დამოუკიდებელ პარლამენტში ავარჩევთ.
ასევე, საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და დიასპორების აქტიურად ჩასართავად საქართველოში დემოკრატიული გადარჩენის საქმეში, ვიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ დავაარსოთ დემოკრატიის ეროვნული ფონდი და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიისათვის ბრძოლას.
ასევე, ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს მე-5 და მე-4 პრეზიდენტებს, ყოფილ დიპლომატებს ვთავაზობთ ერთობლივად დავაფუძნოთ საგარეო პოლიტიკის საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი პოლიტიკის ერთობლივ შემუშავებასა და წარდგენას საერთაშორისო ასპარეზზე.
ასევე, დავიწყეთ მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან, რათა ევროკავშირში დაარსდეს მუდმივმოქმედი, საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ, სადაც განიხილება - რა უნდა გაკეთდეს საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად. ჩვენ უახლოესი ორი თვე ყოველ სამშაბათს აქ, თსუ-სთან ჩავაბარებთ ანგარიშს ხალხს, მოვუყვებით ჩვენს გაწეულ სამუშაოებზე და წარვუდგენთ ჩვენს ხედვებს.
ეს არის ის 10 კონკრეტული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
"თავისუფლების მოედანი"
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


