"თავისუფლების, სიმამაცისა და დემოკრატიის 249 წელი!" - აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
"თავისუფლების, სიმამაცისა და დემოკრატიის 249 წელი! დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
გილოცავთ 4 ივლისს!" - წერს აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში.
ისტორიული დოკუმენტი, რომლითაც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულმა კოლონიებმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს ერთხმად მიიღო.
თაგები:
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე




