ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს

ავტორი
Front News საქართველო
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ის სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს და გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრეს
გიორგი რამიშვილი გუშინ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
თაგები:
გიორგი რამიშვილი




