Logo

Tbilisi Open Air - ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება

Frontnews image description

რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება Tbilisi Open Air 2026 წელს 4 და 5 ივლისს, ტრადიციულად, ლისის საოცრებათა ქვეყანაში გაიმართება. ფესტივალის სტუმრები, სამ განსხვავებულ სცენაზე, შეხვდებიან Slowdive, Bedford Falls, Hooverphonic, Molchat Doma და სხვა უცხოელ და ქართველ გამორჩეულ მუსიკოსებს. იხილეთ არტისტების სრული ჩამონათვალი.

თიბისი,  Tbilisi Open Air-ის დაარსების დღიდან მისი მთავარი მხარდამჭერია და Altervision Group-თან ერთად ქართულ მუსიკალურ სცენას ავითარებს. თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალი თაობის მრავალმხრივი მიზნების განხორციელებაში ხელშეწყობა, მუსიკალური კულტურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერაა.

Tbilisi Open Air 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ ფესტივალის სცენაზე 1000-ზე მეტი შემსრულებელი წარდგა. სხვადასხვა წლებში Open Air-მა უმასპინძლა მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯგუფებს, მათ შორის: ALT J, Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza და Roman Flugel.

ფესტივალი განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსებსაც. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია Tape Visitors ჯგუფი, რომელიც ფართო საზოგადოებამ სწორედ Open Air-ის სცენიდან გაიცნო. წელს ისინი კიდევ ერთხელ დაუკრავენ ქართველი მსმენელისთვის, რის შემდეგაც მადრიდის საერთაშორისო ფესტივალ Mad Cool-ზე წარდგებიან. ბილეთების შესაძენად გადადი ბმულზე.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება. სწორედ ამ ხედვას ეხმიანება Tbilisi Open Air, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც მუსიკის მოყვარულებსა და არტისტებს ერთმანეთთან აკავშირებს, ხელს უწყობს ქართული და საერთაშორისო მუსიკალური კულტურის განვითარებას და ყოველწლიურად დაუვიწყარ საფესტივალო გამოცდილებას ქმნის.

(R)

თაგები:

Tbilisi Open Air
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები