თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი ეგვიპტის მოქალაქე დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა შენახვისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციისთვის ძებნილი, 2002 წელს დაბადებული ეგვიპტის მოქალაქე დ.ე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დ.ე. თავის საცხოვრებელ სახლში გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა. დ.ე. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის 25 აგვისტოდან იძებნებოდა.
სამართალდამცველების მიერ დაკავებული დ.ე. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
თაგები:
ნარკოდანაშაული

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს