Logo

თბილისის მერია - რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი აღიკვეთა

საზოგადოება
262
Frontnews image description

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდ ლილოში, სატყეო და რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება ჩატარდა.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტერიტორიაზე არსებული დაუსრულებელი შენობების, კაპიტალური საძირკვლების და მავთულბადის ღობის დემონტაჟი განხორციელდა.

"სამგორის რაიონში, სატყეო და რეკრეაციულ ზონაში მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატარეთ - აღვკვეთეთ სახელმწიფო და თვითმმართველის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების უკანონოდ დაკავების ფაქტი. მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს უკანონო მშენებლობების გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით. მადლობას ვუხდი სამართალდამცავ უწყებებს გაწეული მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, კანონის ფარგლებში, მსგავსი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. 

Advertisement