
ავტორი
Front News საქართველო
ძლიერი ნალექისა და ელჭექის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ოპერირებას. მგზავრთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, დროებით დაიკეტა ჩამოფრენის დარბაზში მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე, - ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ჩამომფრენი მგზავრების გამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობიდან დროებით ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილი გამოსასვლელიდან ხორციელდება.
"უამინდობისა და ელჭექის გამო, მხოლოდ სამი რეისი გადამისამართდა ქუთაისის, ალმათის და ბაქოს აეროპორტებში. აეროპორტს ელექტროენერგია ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება და ოპერირება შეუფერხებლად მიმდინარეობს. მგზავრებს ვთხოვთ, ფრენის შესახებ განახლებული ინფორმაციისთვის გადაამოწმონ მონაცემები შესაბამის ავიაკომპანიასთან ან აეროპორტის საინფორმაციო არხებზე“, – აცხადებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. მოსაცდელ ნაწილში, სადაც წვიმა ჩამოვიდა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მოხდა ელექტროენერგიის დროებით შეწყვეტა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს