თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
2026 წლის 11 თებერვალს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან სანია მუსიჩ მილანოვიჩსა და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტ მილანოვიჩს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე დახვდნენ.
„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
თაგები:
ზორან მილანოვიჩი




