თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში პოლიციაა მობილიზებული


ავტორი
Front News საქართველო
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო სხდომამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში პოლიციელები არიან მობილიზებული.
ადგილზე სამართალდამცველებმა ე.წ. ჯებირები უკვე მოაწყვეს.
ეზოში ჯაფარიძის მხარდამჭერებიც იმყოფებიან.
დღევანდელ პროცესს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე წარმართავს.
ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა, შემდგომ კი აღნიშნულის გამო დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა ედება ბრალად.
კანონმდებლობის თანახმად კი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა 349-ე მუხლით ისჯება, რაც ფულად ჯარიმას, ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე პოლიტიკოსს აქვს ბრალი წაყენებული, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი კი დაკავებულია.
თაგები:
სასამართლო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს