თბილისსა და აჭარაში ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისსა და აჭარის რეგიონში, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღეს, - ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
საგამოძიებო სამსახური