Logo

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

სამართალი
141
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 6 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან, როგორც წარსულში ნასამართლევი პირები, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „გამომშრალი მარიხუანა", „კოკაინი“ და „მეთადონი“.

ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი პისტოლეტი და ვაზნები ამოიღეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები