Logo

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

სამართალი
241
Frontnews image description

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე გასულ ღამეს ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა მანამდე სროლისა და ჩხუბის ხმა გაიგეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ორი, ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და იმყოფება პოლიციის განყოფილებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები