თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1988 წელს დაბადებული მ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის 1985 წელს დაბადებული ს.მ.-ს ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ძვირად ღირებული ნივთი, ასევე, 13 000 აშშ დოლარს მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, თანხის ნაწილი, საკეტის გამღები ინსტრუმენტი - ე.წ. "ატმეჩკა" და სხვადასხვა ხელსაწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს