Logo

თბილისში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სახლში უმისამართოდ რამდენიმე გასროლის შედეგად დედა დაჭრა

სამართალი
201
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც მისი დედა  -  1965 წელს დაბადებული თ.ლ. დაიჭრა. დაჭრილი ქალი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ორი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 13 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები