თბილისში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1992 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1995 წელს დაბადებული ვ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.
ს.ჩ.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო ვ.ჩ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობა.
დანაშაულები თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში ერთ-ერთ „სკვერში" ბრალდებულებსა და 1977 წელს დაბადებულ პ.ქ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, ს.ჩ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდისა და ფერდის არეში ჭრილობები მიაყენა პ.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჩ. და ვ.ჩ. ბრალდებულის სახით საჩხერეში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს