Logo

თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი
142
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.დ. დააკავეს.

"პოლიციამ, ბრალდებულის  პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 9 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“. ხოლო, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე ამოღებულია 30 ადგილიდან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები